Accentnews.ge
WP:  ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრას ნოემბერში გეგმავს

WP:  ჯო ბაიდენი სი ძინპინთან შეხვედრას ნოემბერში გეგმავს

06/10/2023 14:18:36 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბერში აშშ-ში ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, შეხვედრა ნოემბერში ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოში იგეგმება.

შეხვედრის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზება წარმოადგენს. თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებობს „მყარი“ შესაძლებლობა, რომ შეხვედრა შედგება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენი მოუთმენლად ელის სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ „ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული“.

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, გეგმები მას შემდეგ გამყარდება, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი უახლოეს კვირებში ვაშინგტონს ეწვევა.

მანამდე მედია წერდა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთში ჩიპებისა და მათი წარმოებისთვის განკუთვნილი საშუალებების ექსპორტის აკრძალვის გამკაცრებას გეგმავს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია არ ჩქარობს დამატებითი სანქციების დაწესებას, რათა არ შეაფერხოს ჩინეთის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ნოემბერში სან-ფრანცისკოში. გეგმავენ, შეზღუდვები სამიტის შემდგომი პერიოდისთვის გადაავადონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S