Accentnews.ge
ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

06/10/2023 13:48:21 ეკონომიკა

ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა. კერძოდ, 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6719 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 0.45 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8215 ლარი შეადგინა.

დღესვე ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, ინტერვენცია მსხვილი ტრანზაქციით იყო განპირობებული.

"სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეს ეროვნული ბანკის მიერ 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა შედეგადაც ჯამში 109.6 მილიონი დოლარი გაიყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S