მედია: პრიგოჟინს ჯანყისას ჩინელები ეხმარებოდნენ
06/10/2023 13:41:33 მსოფლიო
"ვაგნერმა" 2022 წლის ნოემბერში შეიძინა ორი ჩინური თანამგზავრი ორბიტაზე უკრაინასა და აფრიკის ქვეყნებში სიტუაციის მონიტორინგისთვის. მაგრამ ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ აჯანყებამდე ერთი თვით ადრე ვაგნერმა ასევე მიიღო ფოტოები მისი ჯარების მთელი მარშრუტის გასწვრივ უკრაინის საზღვრიდან დონის როსტოვამდე და მოსკოვამდე,– წერს AFP კონტრაქტზე მითითებით, რომელიც სააგენტოს ხელში აღმოჩნდა და ევროპული სადაზვერვო სამსახურების ვითარების მცოდნე წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ორი თანამგზავრისა და მასთან დაკავშირებული მომსახურეობის ნასყიდობის ხელშეკრულება 235 მილიონ იუანად (30 მილიონი დოლარი) გაფორმდა შპს Nika-Frut-ს (პრიგოჟინის კომპანია Concord-ის შვილობილი) და Beijing Yunze Technology-ს შორის. სერვისები მოიცავდა მაღალი ხარისხის ფოტოებს უკრაინისა და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოს, სადაც "ვაგნერი" მოქმედებდა, მათ შორის არის ლიბია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. თანამგზავრები შედიან 100 აპარატის დაჯგუფებაში, რომლებსაც ჩინელი მწარმოებელი და ოპერატორი Chang Guang Satellite Technology (CGST) მართავს. კონტრაქტი ითვალისწინებდა მისი სხვა თანამგზავრებიდანაც გამოსახულების მიღების შესაძლებლობას, რომლებსაც შეეძლოთ დღეში რამდენჯერმე გავლა დედამიწის ერთი და იმავე ადგილზე.
ევროპის სადაზვერვო სამსახურებში AFP-ის წყაროს თანახმად, 2023 წლის მაისის ბოლოს "ვაგნერმა" ასევე შეუკვეთა რუსეთის ტერიტორიის ფოტოები. ისინი მოიცავდნენ მარშრუტს უკრაინის საზღვრიდან როსტოვამდე, ქალაქში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინას, რომელიც შემდგომ დაიკავეს "ვაგნერის მებრძოლებმა და სხვა ქალაქებს მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, რომელთა გავლითაც გაემართნენ "ვაგნერელები" მოსკოვისკენ "სამართლიანობის მარშის" ფარგლებში 24 ივნისს.
წყაროს ცნობით, იყო სხვა ფოტოები, კერძოდ გროზნოსი. იმავდროულად, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიის ფოტოების მოპოვებას, აღნიშნავს AFP.
სცოდნოდათ ვაგნერის მიერ ჩინური თანამგზავრების შეძენის შესახებ, წერს AFP, რადგან 2023 წლის 24 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში შეიყვანა Beijing Yunze და ჩინური კომპანია Head Aerospace Technology, რომელიც ვაჭრობს სატელიტური სურათებით.
„ამ კომპანიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რუსეთის სამხედრო და/ან თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში“, - ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში. და 12 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სანქციები 80 სუბიექტისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობდნენ რუსეთის აგრესიას, მათ შორისაა Head Aerospace Technology, რომელიც „უკრაინის საიტების სატელიტურ სურათებს აწვდიდა "ვაგნერს" და ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს“. მასთან ასოცირებულ Head International-ს აქვს შეთანხმება CGST-თან ფოტოების გავრცელებაზე.
Beijing Yunze-ს პეკინი იყენებს თავდაცვის ტექნოლოგიების შესაძენად და გასაყიდად, ამბობს ლუი ოსბორნი, არაკომერციული საგამოძიებო ორგანიზაციის All Eyes on Wagner (AEOW) წარმომადგენელი.
მისი თქმით, "ნიკა-ფრუტი" ამარაგებდა პრიგოჟინის კომპანიებს, ხოლო მისი გენერალური დირექტორი ივან მეჩეტინი, რომელმაც ხელი მოაწერა კონტრაქტს, ადრე მუშაობდა რუსული არმიის დამხმარე სამსახურში.
"ის, რომ ვაგნერმა ჩინელებს მიმართა თანამგზავრებისთვის, გვიჩვენებს, თუ რამდენად სუსტია რუსეთი ამ სექტორში, მიუხედავად წარსულში კოსმოსში მიღწეული წარმატებებისა, – ამბობს გრეგორი ფალკო, კორნელის უნივერსიტეტის საჰაერო კოსმოსური სფეროს მკვლევარი:
"რუსეთს არ აქვს ასეთი ტექნიკური შესაძლებლობები. მისი სატელიტური პროგრამა ბოლო დროს არ იყო წარმატებული. მას თავად არ შეუძლია ამის გაკეთება, ხოლო ჩინეთი უდავოდ ლიდერია".


