Accentnews.ge
სომხეთი რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ასაკრძალად ემზადება

სომხეთი რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ასაკრძალად ემზადება

06/10/2023 11:52:33 კავკასია

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ გამოავლინა დარღვევები რუსული ტელეარხების, კერძოდ, RTR-Planeta–ს და რუსული პირველი არხის მაუწყებლობაში,–ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ტიგრან აკოპიანმა კრემლის პროპაგანდისტულ Sputnik-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პერიოდულად დღის წესრიგში დგება ზოგიერთი რუსული არხის თოქ-შოუების შინაარსის საკითხი.

მანამდე დეპუტატმა სახელისუფლებო პარტიიდან ლუსინე ბადალიანმა წამოჭრა რუსული ტელეარხების მაუწყებლობის გათიშვა „ანტისომხური შინაარსის“ გამო, რაც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, ვინაიდან, როცა გარკვეული საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რიგი ნაბიჯები გადასადგმელია, მიუხედავად იმისა, იქნება ეს მომგებიანი თუ არა“, - განაცხადა ბადალიანმა.

აკოპიანმა გაიხსენა, რომ რუსული მაუწყებლები არიან ერთადერთი უცხოელი წარმომადგენლები ქვეყნის საჯარო მულტიპლექსში. მეტიც, სომხეთი რჩება ერთადერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად, რომლის საზოგადოებრივი მულტიპლექსი გადასცემს რუსულ ტელეარხებს.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოკავშირეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩვენს სივრცეში მაუწყებლობისთვის, რუსეთის ინტერესების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბევრი რუსულენოვანი მსმენელი გვყავს. მაგრამ ისარგებლო ამით და წარმოადგინო ამგვარი კონტენტი [დარღვევით], ვფიქრობ, არასწორია. ჩვენ აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გვაქვს, უბრალოდ გვაქვს გარკვეული საზღვრები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება“, - აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტრადიცილად დაკავდა შეთქმულების თეორიების გავრცელებით. ის ამტკიცებს, რომ სომხეთში რუსული ტელეარხების აკრძალვის მცდელობები ერევანში აშშ-ის საელჩოს საქმიანობის შედეგია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S