მედია: ვლადივოსტოკში კომისარიატის დაწვის მცდელობისთვის 8 წლის ბიჭი დააკავეს
06/10/2023 11:02:03 მსოფლიო
ვლადივოსტოკში მესამე კლასელმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა. ის პოლიციამ დააკავა,– იუწყება ტელეგრამ არხი Shot.
როგორც იუწყებიან, არავინ დაშავებულა, დაიწვა ავეჯი. ბავშვმა საკუთარი ქმედება იმით ახსნა, რომ "სურდა, წაეხულიგნა".
8 წლის ბიჭის დედის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი „მშობლის მიერ არასრულწლოვანთა მოვლისა და აღზრდის საკითხებზე პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის“ მუხლით.


