მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ირანელ უფლებადამცველს გადაეცა
06/10/2023 10:53:44 მსოფლიო
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ირანელ უფლებადამცველს ნარგეს მოჰამადს გადაეცა „ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის“.
ნარგეს მოჰამადი ირანში ადამიანის უფლებათა დამცვის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. მან მონაწილეობა მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგ კამპანიაში. 2019 წლის ნოემბერში სახალხო პროტესტის უსაფრთხოების ძალების ჩახშობისას და აქციების ასობით მონაწილის მკვლელობის შემდეგ, მან იურიდიული დახმარება გაუწია მსხვერპლთა ოჯახის წევრებს.
2016 წელს ქალს 16–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბრალდებებით, რომლებიც დაკავშირებული იყო მხოლოდ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებასთან, – აღნიშნა Amnesty International-მა. 2019 წლის დეკემბერში ის ციხის ზედამხედველებმა სცემეს "ევინის" ციხის უფროსის მონაწილეობით იმიტომ, რომ ქალი აპროტესტებდა მის გადაყვანას "ზანჯანის" ციხეში, თეირანიდან 300 კილომეტრში. მოჰამადის მხარდასაჭერად მრავალი ქვეყნის უფლებადამცველები გამოვიდნენ. ის ციხიდან 2020 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.
2021 წელს ირანის ხელისუფლებამ „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის“ გამო 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 80 როზგი მიუსაჯა. ის გაწული წლის ნოემბერში კვლავ დააკავეს.
მოჰამადის მეუღლე და ორი შვილი 2012 წლიდან ცხოვრობენ საფრანგეთში.


