
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა
06/10/2023 06:41:04 საზოგადოება
თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენი ამჟამად მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.
აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო.