Accentnews.ge
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა

06/10/2023 06:32:15 ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა. ბანკი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირების მიზეზი სამომხმარებლო დანახარჯები და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნებაა.

"ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა. ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ლიდერობენ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში დეფლაციის თვალსაზრისით. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტის ფასების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა ადგილობრივი ვალუტის გამყარება, ინფლაციის დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

სამომავლო პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ნეგატიურმა რისკმა, მათ შორის, რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელებამ, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტებამ, რეექსპორტის შემდგომმა შეზღუდვამ და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივმა გამკაცრებამ", - წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ევროპასა და ცენტრალურ აზიას, მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკურიმიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრის მქონე დაგანვითარებად ქვეყნებში (EMDEs) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წელს 2.4% -მდე გაიზარდა.

"ზრდის დაჩქარება ასახავს გაუმჯობესებულ პროგნოზებს ომით დაზარალებული უკრაინისთვის დაცენტრალური აზიისთვის, ისევე როგორც სამომხმარებლო მოთხოვნის მდგრადობას თურქეთში დამოსალოდნელზე უკეთეს ზრდას რუსეთში მთავრობის სამხედრო ხარჯებისა და სოციალურიტრანსფერების მატების გამო. რუსეთისა და უკრაინის გამოკლებით, 2023 წელს რეგიონშიპროდუქციის გამოშვება სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება.

მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. მთლიანობაში, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ნახევარში, სავარაუდოდ, ადგილი ექნება ზრდის შენელებას ან უმნიშვნელო ცვლილებას. 2024-25 წლების განმავლობაში მოსალოდნელია 2.6%-იანი საშუალო წლიური ზრდა რეგიონის უდიდესი სავაჭრო პარტნიორის - ევროკავშირში სუსტი ზრდის, მაღალი ინფლაციის, გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეფექტის ფონზე.

ეკონომიკური ზრდის გაუარესების რისკებმა შეიძლება დაჩრდილოს პერსპექტივა ევროპისა დაცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონექვეყნებისთვის. მაღალი ინფლაცია შესაძლოა შენარჩუნდეს მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზემომატებული ცვალებადობისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის გამო. გლობალურიფინანსური ბაზრები შეიძლება გაცილებით არასტაბილური და შეზღუდული გახდეს გამკაცრებულფინანსურ პირობებში. გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020-2024 წლებისთვის შედარებით სუსტია,ვიდრე ნებისმიერი ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში 1990 წლის შემდეგ და შესაძლოა კიდევ უფროშესუსტდეს.

უკრაინის ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, 3.5% იქნება წელს 29.1%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც2022 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა, ძირითადად სტაბილური ელექტრომომარაგების,გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების, დონორთა მიმდინარე დახმარების, უკეთესი მოსავლისა დაქვეყნის დასავლეთ საზღვრებიდან ზოგიერთი საქონლის ექსპორტის მიმართულების შეცვლის ხარჯზე.

2023 წელს თურქეთში მოსალოდნელია 4.2%-იანი ზრდა, რაც ასახავს პოლიტიკის თვალსაზრისითშემცირებულ გაურკვევლობას და მდგრად სამომხმარებლო მოთხოვნას. თუმცა, ზრდა 2024-2025წლებში, სავარაუდოდ, საშუალოდ 3.5%-მდე შენელდება, რამდენადაც ადგილობრივი მოთხოვნაიკლებს მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ეტაპობრივი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე.რუსეთში მზარდი სახელმწიფო და მდგრადი სამომხმარებლო ხარჯები 2023 წელს პროგნოზისმიხედვით, შედეგად გამოიწვევს 1.6%-იან ზრდას, რომელიც 2024 წელს 1.3%-მდე, ხოლო 2025 წელს0.9%-მდე შესუსტდება საწარმოო სიმძლავრეების შეზღუდვისა და სამომხმარებლო მოთხოვნის კლებისგამო.

ცენტრალურ აზიაში წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაძლიერება 4.8%-მდე და 2024-2025წლებში საშუალოდ 4.7%-მდე ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის დაშვების პირობებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში წელს, სავარაუდოდ, 2.5%-მდე შემცირდება, 2024-2025 წლებში 3.3%-მდე პროგნოზირებული მატებით, რაც ასახავს ინფლაციის წნეხის ზომიერ დონემდე შერბილებას, ექსპორტის თანდათანობით აღდგენასა და დონორთა მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მზარდ სახელმწიფო ხარჯებს.

2023 წელს სამომხმარებლო ხარჯები სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა ალბანეთში, კოსოვოსა დამონტენეგროში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმის აღდგენამ, თუმცა, შემცირდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და სერბეთში ევროკავშირიდან ექსპორტზე შესუსტებულიმოთხოვნის გამო.

"უფრო ინტენსიური ვაჭრობა და ასევე ფულადი სახსრებისა და ადამიანების ფართო შემოდინებაკვლავაც განაგრძობს ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ,ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთი, საქართველო და ტაჯიკეთი ზედიზედ უკვემეორე წელია ინარჩუნებენ წამყვან ადგილს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მიხედვით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S