Accentnews.ge
სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას 116 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას 116 ადამიანი ემსხვერპლა

06/10/2023 06:11:15 მსოფლიო

სირიაში, ქალაქ ჰომსში სამხედრო აკადემიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას, სულ მცირე, 116 ადამიანი ემსხვერპლა, 120 კი დაშავდა, – იუწყება სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრი.

დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაში კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა. Reuters-ის ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.

ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ დაადანაშაულა და „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ქაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს.

ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S