Accentnews.ge
რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები

06/10/2023 06:04:03 მსოფლიო

რუსულმა ძალებმა, დღეს დილით ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები, – იუწყება უკრაინული მედია.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 11 თვის ბავშვი.

„ახლა მაშველები ახორციელებენ დარტყმის შედეგების ლიკვიდირებას და შენობების ნანგრევებს ასუფთავებენ“, - ხარკოვის გუბერნატორმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზო დაბომბეს. რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც მაღაზია და კაფე იყო განთავსებული. თავდასხმის დროს იქ 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 50 ადამიანი, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S