Accentnews.ge
კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

05/10/2023 15:15:09 მსოფლიო

კუპიანსკში, სასურსათო მაღაზიაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა, – იუწყება უკრაინის პროკურატურა.

დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა".

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.

პროკურატურის ცნობით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S