Accentnews.ge
ზელენსკი და ფაშინიანი გრანადაში სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ

ზელენსკი და ფაშინიანი გრანადაში სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ

05/10/2023 13:56:19 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთში შეხვდა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მან ნიკოლ ფაშინიანთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა განიხილა.

"ჩვენი პირველი შეხვედრის განმავლობაში, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მე ვკონცენტრირდით სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და ერებს შორის მეგობრობით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობასა და რეგიონთაშორის ეკონომიკურ პროექტებზე", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპული გაერთიანების სამიტზე იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის გაფართოების საკითხს განიხილავენ. სამიტში მონაწილეობას იღებს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S