Accentnews.ge
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან 32 კილომეტრის სიგრძის კედლის აშენებას გეგმავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან 32 კილომეტრის სიგრძის კედლის აშენებას გეგმავს

05/10/2023 13:54:04 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 32 - კილომეტრიანი სასაზღვრო ბარიერის აშენება მიგრაციის ტალღების გაზრდის გამო მიიღო.

BBC-ს ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. მხოლოდ მიმდინარე წელს მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთით აშშ-ში 245 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი მოხვდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რასაც „დემოკრატები“ და ჯო ბაიდენი ხშირად აკრიტიკებდნენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S