Accentnews.ge
ლუკაშენკოს მუქარის შემდეგ აშშ-მა ვარშავაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა განათავსა

ლუკაშენკოს მუქარის შემდეგ აშშ-მა ვარშავაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა განათავსა

05/10/2023 13:35:03 მსოფლიო

პოლონეთის ისტორიაში პირველად, ვარშავის თავზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გაიშალა. ამის შესახებ სამხედროებთან შეხვედრისას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

"ჩვენ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესში, გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენაში. პირველად ჩვენს ისტორიაში, ვარშავამ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა მიიღო. მე ვარშავას ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა დავუბრუნე, მაგრამ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა პირველია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში" - განაცხადა მინისტრმა.

ვარშავის თავზე გაშლილი სისტემის საფუძველს ამერიკული კომპლექსის Patriot-ი წარმოადგენს, რომელსაც მინისტრმა "მსოფლიოში უახლესი ტექნიკა" უწოდა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მარტში ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ვარშავა დაასახელა ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იმ ბირთვული იარაღისთვის, რომელსაც მინსკს რუსეთი გადასცემს. როგორც ავტორიტარმა ლიდერმა აღნიშნა, "ბელარუსი იძულებულია, თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი დააბრუნოს, ვინაიდან ის გარანტიები, რომელიც ქვეყანამ 1990-იან წლებში ამ კიარაღის გადატანის სანაცვლოდ მიიღო, ფეხქვეშ გაითელა და ახლა დასავლეთი ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსაჭრელად ემზადება ქვეყნის გასანადგურებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S