Accentnews.ge
ლატვია რუსეთის 3000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაციით იმუქრება

ლატვია რუსეთის 3000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაციით იმუქრება

05/10/2023 13:20:23 მსოფლიო

ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში მყოფ რუსეთის 3255 მოქალაქეს შეტყობინებები დაუგზავნა მიგრაციის შესახებ კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, კანონით განსაზღვრული სახის ბინადრობის მოწმობების გაფორმების აუცილებლობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ლატვიის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ, - იუწყება გამოცემა Delfi.

როგორც მოქალქეობისა და მიგრაციის სახელმწიფო სამმართველოში განმარტეს, ხსენებული 3255 პირიდან 73 ამჟამად უცხოეთში იმყოფება, კიდევ 200-სს არ აქვს წარდგენილი აუცილებელი ინფორმაცია საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რაც შესაძლოა, ლატვიაში მათ არყოფნაზე მიანიშნებდეს.

ცნობისთვის: ლატვიის იმ ყოფილი მოქალაქეების ავტომატური ბინადრობის მოწმობები, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა 2003 წლის შემდეგ მიიღეს, 2023 წლის 2 სექტემბერს იქნა ანულირებული. ლატვიაში მუდმივად მცხოვრების ახალი სტატუსის გასაფორმებლად აუცილებელია, ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს რიგი დოკუმენტები წარედგინოს, მათ შორის - სერთიფიკატი სახელმწიფო ენის განსაზღვრულ დონეზე ცოდნის შესახებ. გამოცდის ჩაბარება საბუთების წარდგენიდან მაქსიმუმ 2 წლის ვადაშია აუცილებელი.

ამასთან, ლატვიაში მუდმივი ცხოვრების უფლება ვრცელდება რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ხელისუფლებას უკვე მიმართეს, მაგრამ გამოცდა ჯერ არ ჩაუბარებიათ. "ვინც ამ მხრივ არაფერს აკეთებს, ქვეყანა უნდა დატოვოს" - განმარტავენ სამმართველოში.

მიმდინარე წლის დეკემბერში ხელისუფლება ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების შემოწმებას გეგმავს იმის დასადგენად, ვინ აკმაყოფილებს ახალ საკანონმდებლო მოთხვნებს. ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც დადგენილ ნორმებს არღვევს, სასაზღვრო სამმართველოს გადაეცემა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთა დეპორტაცია განხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, ახალ საკანონმდებლო წესებს დაქვემდებარებული 24 ათასი რუსიდან ლატვიაში მუდმივი ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადები 14 ათასს აქვს წარდგენილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S