Accentnews.ge
"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გლდანის საპატიმროდან მიმართვას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გლდანის საპატიმროდან მიმართვას ავრცელებს

10/12/2019 11:57:17 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში, გიორგი რურუას გვერდზე გამოქვეყნდა. 

"მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა.

ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.

გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს,ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!

დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს!

ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თანგაწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!",- აცხადებს რურუა. 

ცნობისთვის: გიორგი რურუა პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S