Accentnews.ge
საქართველოს, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

05/10/2023 10:12:05 ეკონომიკა

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მხარეებმა დოკუმენტს ხელი ბაქოში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) შესაძლებლობების განვითარების ევროპის რეგიონულ ოფისში მოაწერეს.

შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანზიტო პროცედურების გამარტივება სახელმწიფო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების დაჩქარების მიზნით.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ღონისძიებას აზერბაიჯანის, უზბეკეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S