Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით შტურმს განაგრძობენ

უკრაინის გენშტაბი: უკრაინელები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით შტურმს განაგრძობენ

05/10/2023 06:27:37 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაზრდილია.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დღეებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-დან დან 40-მდე მერყეობდა. 4 ოქტომბერს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყებოდა 24 საათში 45 შეტაკების შესახებ.

გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები შტურმს განაგრძობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით.

უკრაინის არმიის სარდლობის დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა შეტევები მოიგერიეს დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების ათამდე დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 60 სააავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 47-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ობიექტები. გენერალური შტაბის ცნობითვე, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას შეუტია 29 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 24 გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S