Accentnews.ge
გერმანია უკრაინას მარცვლეულის ტვირთების დასაცავად საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს

გერმანია უკრაინას მარცვლეულის ტვირთების დასაცავად საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს

05/10/2023 06:04:27 მსოფლიო

გერმანია უკრაინას შავი ზღვისა და დუნაის პორტების დასაცავად, რომლებითაც მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, - იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, ქვეყანა გეგმავს, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T და 12-ზე მეტი საზენიტო დანადგარი Gepard გადასცეს. ამ საშუალებებმა უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე რუმინეთისაკენ მიმავალი ტვირთების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის უკრაინაში გაგზავნა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

უკრაინაში დამატებითი IRIS-T სისტემისა და Gepard-ის საზენიტო თვითმავალი დანადგარების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია გერმანელმა დეპუტატმა, პარლამენტის ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, მარკუს ფაბერმაც დაადასტურა.

2023 წლის ივლისში რუსეთმა დატოვა თურქეთის და გაეროს შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებაზე უარის შემდეგ რუსეთმა განაახლა უკრაინის პორტებზე დრონებით და რაკეტებით შეტევა. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, შავ ზღვაში თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S