უფაში უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა ყოფილმა პოლიციელმა მამა მოკლა
04/10/2023 20:32:57 მსოფლიო
რუსეთში, ნოვოკუიბიშევსკში უკრაინის ომიდან დაბრუნებული ყოფილი პოლიციელი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
რუსული მედიის ცნობით, 37 წლის კაცმა მამას საკანცელარიო დანით 13 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მანქანით მიმალვა სცადა.
როგორც იუწყებიან, გარდა უკრაინის ომისა, მან მონაწილეობა მიიღო მეორე ჩეჩნურ კამპანიაში.
მანამდე, ჯერ კიდევ პოლიციელად მუშაობის დროს, მან მამაკაცი მძევლად აიყვანა და ხელყუმბარით დაემუქრა. როგორც იუწყებიან, ამ ინციდენტის შემდეგ დატოვა მან რუსული შსს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ უკრაინის ომის მონაწილეები რუსეთში დაბრუნების შემდეგ უფრო და უფრო ხშირად ხდებიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ფიგურანტები. მაგალითად, ერთი დღით ადრე, კრასნოიარსკის სოფელ ერმაკოვსკოეში უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა სამხედრომ ორი ქალი ცოცხლად დაწვა; ორი დღის წინ ლიპეცკში ასევე უკრაინიდან შვებულებაზე დაბრუნებულმა 31 წლის სამხედრომ ოთხი წლის ბავშვი ცემით მოკლა; 29 სექტემბერს ნიჟნი ნოვგოროდში 55 წლის სამხედრომ დას ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. ღია წყაროებში დაბრუნებული სამხედროების მიერ ჩადენილი 27 მკვლელობის ფაქტი მოხდა.
ფიქსირდება სხვა მძიმე ხარისხის დანაშაულებები: ადამიანების გატაცება, გაუპატიურება, პედოფილია.


