Accentnews.ge
მედია: რუსეთს S-400 ამჯერად საკუთარ ტერიტორიაზე გაუნადგურეს

მედია: რუსეთს S-400 ამჯერად საკუთარ ტერიტორიაზე გაუნადგურეს

04/10/2023 20:15:13 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400 Triumph გაანადგურეს ოთხშაბათს ღამით, – იუწყება "ინტერფაქს–უკრაინა" უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით.

„უსაფრთხოების სამსახურის დრონები თავს დაესხნენ S-400 Triumph-ის სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს რუსეთის ბელგოროდის მახლობლად. ასეთი კომპლექსის ფასი 1,2 მილიარდი დოლარია. რუსებისვე გამოქვეყნებულ ვიდეოებში დაახლოებით 20 აფეთქების ხმა ისმის კომპლექსის და მისი რადარის მდებარეობის ადგილზე",– აღნიშნავს გამოცემის თანამოსაუბრე.

გამოცემა მიუთითებს, რომ ეს არის მეორე რუსული S-400, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურმა გაანადგურა ბოლო ერთი თვის განმავლობაში: პირველი იყო ოკუპირებულ ევპატორიაში 14 სექტემბერს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S