Accentnews.ge
Bloomberg: გერმანია უკრაინას IRIS-T–ს და Gepard-ს გადასცემს

Bloomberg: გერმანია უკრაინას IRIS-T–ს და Gepard-ს გადასცემს

04/10/2023 19:53:15 მსოფლიო

გერმანია გეგმავს უკრაინას მიაწოდოს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, რათა დაეხმაროს მარცვლეულის მარაგის დაცვაში პოტენციური რუსული თავდასხმებისგან,– იუწყება Bloomberg.

აღნიშნულია, რომ გერმანია გაგზავნის დამატებით IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას და 12-ზე მეტ საზენიტო იარაღს Gepard-ს. მათ უნდა უზრუნველყონ რუმინეთისკენ მიმავალი ტვირთის დაცვა ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე.

იარაღი უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ჩავიდეს, IRIS-T სისტემა კი წარმოების შემდეგ გადაეცემა.

უკრაინა ცდილობს, გაზარდოს მარცვლეულის მიწოდება მდინარე დუნაის გასწვრივ და სახმელეთო „სოლიდარობის მარშრუტების“ მეშვეობით მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც გემებს შავი ზღვის პორტებიდან თურქეთის ბოსფორის სრუტეში გადასვლის საშუალებას იძლეოდა, რუსეთმა ჩაშალა გასვლით.

იხილეთ ასევე: შავ ზღვაში უკრაინის სამმა პორტმა მარცვლეულის ექსპორტისთვის გემების მიღება განაახლა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S