ჟურნალისტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაუჩინარდა
04/10/2023 19:45:09 მსოფლიო
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა ვიქტორია როშჩინა, "უკრაინსკაია პრავდას" ჟურნალისტი,– ამის შესახებ "ქალთა საერთაშორისო მედია ფონდმა" და "უკრაინსკაია პრავდას" მთავარმა რედაქტორმა სევგილ მუსაევამ განაცხადეს.
27 ივლისს როშჩინამ უკრაინა გადავიდა პოლონეთში და სამი დღის შემდეგ გეგმავდა რუსეთის გავლით აღმოსავლეთ უკრაინაში ჩასვლას. ბოლოს მასთან კონტაქტი 3 აგვისტოს დამყარდა. მან თქვა, რომ რამდნიმე დღის განმავლობაში გადიოდა სასაზღვრო შემოწმებას, მაგრამ არ უთქვამს, სად იმყოფებოდა.
„ის მამაცი ჟურნალისტია, რომელიც საკუთარ თავზე იღებს წინააღმდეგობრივი საკითხების გაშუქებას, რაც გამბედაობას მოითხოვს. ის არ არის ჯაშუში, ის არის ნამდვილი ჟურნალისტი, ის არ არის გულგრილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანების ბედის მიმართ. მათი ისტორიების მოყოლა მისთვის მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს მის მოსაძებნად და რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა“, - განაცხადა მუსაევამ.
როშჩინა თავიდანვე აშუქებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. 2022 წლის მარტში ჟურნალისტი FSB-მ ოკუპირებულ ბერდიანსკში დააკავა. ის 10 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.


