Accentnews.ge
"თალიბანი" პაკისტანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

"თალიბანი" პაკისტანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

04/10/2023 18:01:22 მსოფლიო

„თალიბანი“ აცხადებს, რომ პაკისტანის გადაწყვეტილება, ძალის გამოყენებით გააძევოს ავღანელი მიგრანტები, მიუღებელია,– იუწყება "როიტერი".

"თალიბანის" ადმინისტრაციის პრესსპიკერის თქმით, პაკისტანის წინაშე არსებულ უსაფრთხოების პრობლემებში ავღანელები არ არიან დამნაშავეები.

პაკისტანს ამჟამად დაახლოებით, 1,73 მილიონი ავღანელი აფარებს თავს, რომელთაც ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ავღანეთში "თალიბანმა" იგდო ძალაუფლება ხელთ.

პაკისტანის მთავრობამ არალეგალ მიგრანტებს ავღანეთიდან ქვეყნის დასატოვებლად ვადა 1 ნოემბრამდე მისცეს, შემდეგ კი, როგორც დააანონსეს, მათ ძალის გამოყენებით გააძევებენ.

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.

ისლამაბადის განცხადებით, იანვრის შემდეგ ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს 24 ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, მათგან უმეტესობა ავღანეთში მოქმედი მებრძოლების მიერ იყო ორგანიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S