Accentnews.ge
აშშ-მა ვიზები არ მისცა რუსულ დელეგაციას, რომელიც ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე მიემგზავრებოდა

აშშ-მა ვიზები არ მისცა რუსულ დელეგაციას, რომელიც ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე მიემგზავრებოდა

04/10/2023 16:47:03 მსოფლიო

რუსმა დიპლომატებმა, რომელთაც ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში ბირთვული სახელმწიფოების მოლაპარაკებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ამერიკული ვიზები ვერ მიიღეს. რუსული გამოცემა "კომერსანტის" ინფორმაციით, აშშ-მა ვიზები არ გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელზე, მათ შორის - მაღალი რანგის დიპლომატზე, რომელსაც რუსული დელეგაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა.

"ბირთვული ხუთეულის" (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) მოლაპარაკებები 6 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და გაერო-ს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის ხაზით უნდა გაიმართოს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და განიარაღების საკითხებზეა პასუხისმგებელი. მოლაპარაკებები სწორედ რუსეთის თავმჯდომარეობით უნდა გამართულიყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბირთვული სახელმწიფოების არაფორმალურ გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში და უახლოესი ერთი წლისთვის ბირთვული კლუბის ურთიერთობების განვითარების საკუთარი ხედვა უნდა წარმოედგინა.

როგორც ვიზების არგაცემასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განცხადა, რუსული მხარე მოლაპარაკებების გამართვის ალტერნატიული დროისა და დგილის ძიებაშია, თავად ვიზების არგაცემის ფაქტი კი "აშშ-ის მიერ საკუთარი ფუნქციების ბოროტად გამოყენებაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S