Accentnews.ge
ყაზახეთმა რუსული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი შეწყვიტა

ყაზახეთმა რუსული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი შეწყვიტა

04/10/2023 16:41:33 მსოფლიო

ყაზახეთმა ყირგიზეთისკენ რუსული ნავთოპროდუქტების გატარება შეწყვიტა. ამან შეაძლოა, ყირგიზეთის საწვავის ბაზარზე დეფიციტი უკვე 20 დღეში გამოიწვიოს, - თვლიან ყირგიზეთის ნავთობტრეიდერების ასოციაციაში.

მისივე ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან კომპანია "ყაზახეთის რკინიგზამ" გაურკვეველი მიზეზითა და ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეწყვიტა ნავთობპროდუქტების გადაზიდვების თვიური და დამატებითი გეგმების შეთანხმება, ოქტომბრის თვის შეთანხმებული გეგმები კი გააუქმა.

ასოციაციაში თვლიან, რომ აღნიშნული საკითხი ორი რესპუბლიკის მთავრობების დონეზე უნდა დარეგულირდეს.

სადღეისოდ ყირგიზი ნავთობტრეიდერები ყირგიზეთის რკინიგზასთან ერთად ცდილობენ, პრობლემა თავად მოაგვარონ.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიმართ სანქციებს დაიცავს. ამასთანავე, მისი თქმით, ყაზახეთი "ჩრდილოელ მეზობელთან რეგულარული მეგობრული კონტაქტების გაგრძელებას გეგმავს".

ყირგიზეთის ხელისუფლებამ კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვის პირობა ივლისში დადო, მას შემდეგ, რაც აშშ შესაძლო სანქციებით დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S