Accentnews.ge
Middle East Eye: თურქეთი უკრაინას ასობით მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს მიაწვდის

Middle East Eye: თურქეთი უკრაინას ასობით მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევს მიაწვდის

04/10/2023 16:05:16 მსოფლიო

უკრაინამ თურქეთისგან 600-ზე მეტი ერთეული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი Canik M2 მიიღო, რომელიც როგორც სახმელეთო ჯარების მიერ გამოიყენება, ისე ჯავშანტექნიკაზე შეიძლება, დამონტაჟდეს, - იუწყება Middle East Eye და იქვე დასძენს, რომ ეს მიწოდებები მომავალშიც გაგრძელდება.

მარტში კიევმა იარაღის კერძო თურქულ მწარმოებელ Canik-თან ერთდროულად რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. გარიგება 600 ერთეულზე გაცილებით მეტი რაოდენობის ტყვიამფრქვევის მიწოდებას ითვალისწინებს, აღნიშნა გამოცემის წყარომ, რომლის მონაცემებით, ახალი პარტიები კიევს უახლოეს თვეებში მიეწოდება.

ხსენებული ტიპის ტყვიამფრქვევის ღირებულება 15-20 ათას დოლარს შეადგენს. ამგვარად, უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღის ოდენობა 10 მილიონ დოლარს აღემატება.

ომის დაწყებიდან თურქეთი უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებით, ლაზერით მართვადი რაკეტებით, დამცავი საშუალებებით და ჯავშანტექნიკით აიარაღებს. ასევე, რუსეთის მარცვლეულის გარიგებიდან გასვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ანკარამ პირველად გადაწყვიტა კიევისთვის მიეწოდებინა T-155 Firtina-ს ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

2 ოქტომბერს, თურქულმა სამხედრო კომპანია Baykar Makina-მ არ გამორიცხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Bayraktar Akıncı-ს ტიპის მძიმე შემტევი უპილოტოების მიწოდება, რომელთაც ფრთოსანი რაკეტების გადატანა. მისმა ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განხილვაშია.

ამასთანავე მისი თქმით, Baykar- ი უკრაინაში უახლოესი წელიწადნახევრის განმავლობაში სამხედრო ქარხნის მშენებლობის დასრულებას გეგმავს და საწარმოში Baykar სადღეისოდ არსებული ყველა სახის პროდუქციის, მათ შორის, Bayraktar Akıncı-ს წარმოება დაიწყება. როგორც ბაირაქტარმა აღნიშნა, შესაბამისი ნებართვა კომპანიას უკვე მიღებული აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S