
ზელენსკისა და პუტინის პირისპირ შეხვედრის დღეს სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
10/12/2019 10:27:14 სხვა, მსოფლიო
9 დეკემბერს, ნორმანდიული სამიტის დღეს, აღმოსავლეთ უკრაინაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა,- ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს.
შტაბში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, ხოლო სამი სამხედრო მოსამსახურე დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოწინააღმდეგე მხარემ გახსნა ცეცხლი სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან.
გაერთიანებული ოპერაციის შტაბი აღნიშნავენ, რომ 10 დეკემბერის დილიდან სეპარატისტთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს სამხედრო აქტივობა არ გამოუვლენიათ.
ნორმანდიული ოთხეულის სამიტი პარიზში 9 დეკემბერს გაიმართა. უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მოლაპარაკებებთან ერთად გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის შედგა პირველი შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.