სლოვაკეთი უნგრეთთან საზღვარზე დროებით კონტროლს აწესებს
04/10/2023 14:08:59 მსოფლიო
სლოვაკეთი უნგრეთთან საზღვარზე დროებით კონტროლს აწესებს, - იუწყება Reuters.
ოთხშაბათს სლოვაკეთში განაცხადეს, რომ არალეგალური მიგრანტების ნაკადის შემცირების მიზნით უნგრეთის საზღვარზე შემოწმებებს განაახლებენ.
ბრატისლავამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სამშაბათს პოლონეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ სლოვაკეთთან საზღვრებზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად დროებითი შემოწმების შემოღების შესახებ გამოაცხადეს, რომელიც სულ მცირე 10 დღე გაგრძელდება.
სლოვაკეთ-უნგრეთის საზღვარზე კონტროლი ხუთშაბათიდან ამოქმედდება და 14 ოქტომბრამდე გასტანს.


