მედია: Kia და Hyundai რუსეთს წლის ბოლომდე სრულად დატოვებენ
04/10/2023 12:41:40 მსოფლიო
სამხრეთ კორეის ავტომწარმოებლები Kia და Hyundai სრულად დახურავენ თავიანთ ბიზნესს რუსეთში წლის ბოლომდე, ირწმუნება Mash საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ სანქციების გამო Kia და Huyndai ვეღარ ახორციელებენ მანქანების მიწოდებას, ხოლო პარალელური იმპორტის სისტემა წამგებიანი აღმოჩნდა.
გამოცემის ცნობით, კომპანიის სალონებში დარჩენილ პროდუქციას ყდიან, აბრებს ცვლიან, ხოლო თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ დარჩენილი მანქანები იყიდება სოლიდურ ფასად. მაგალითად, მოსკოვის ერთ-ერთ სალონში Kia Cerato 2022 3 მილიონი რუბლი ღირს, რაც 1 მილიონით აღემატება უწინდელ ფასს.
ცნობილია, რომ Hyundai-ის სალონებში აბრები შეიცვალა Baic-ით და კორეული მანქანების ნაცვლად იქ ჩინელი მწარმოებლების მანქანების გაყიდვა დაიწყეს. სალონის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჩინურ მანქანებზე მოთხოვნა არ არის.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Hyundai ყიდის თავის ქარხანას სანკტ-პეტერბურგში ერთ–ერთ რუსულ კომპანიაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებას ორი წლის განმავლობაში.


