Accentnews.ge
შარლ მიშელი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს

შარლ მიშელი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს

04/10/2023 11:15:32 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასტან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სცენარის განვითარება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ორივე მხარე საშინაო დავალებას შეასრულებს".

„უკრაინამ და სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა, რომელთაც გაწევრიანება სურთ, უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, – განაცხადა მიშელმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და, ამავდროულად, მალე და არა ოდესმე“, – დასძინა შარლ მიშელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S