მედია: სევასტოპოლში სარაკეტო საფრთხის გამო, რუსული შსს–დან ევაკუაცია განხორციელდა
04/10/2023 10:24:49 მსოფლიო
სევასტოპოლში სარაკეტო საფრთხის გამო, წინა დღით ევაკუირებული იქნა ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, – იუწყება რუსული ტელეგრამ–არხი ASTRA.
ერთი დღით ადრე ანექსირებული სევასტოპოლის რუსმა ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა ქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დრონის ფრაგმენტები სევასტოპოლში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დაეცა.
„ASTRA-მ გაარკვია, რომ განგაშის დროს, სევასტოპოლში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ყველა პოლიციელის ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ინჟენერნაია ბალკას ქუჩაზე დაეცა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ASTRA-ს ცნობით, ფრაგმენტებმა დააზიანა 4 გაჩერებული მანქანაც. ყველა მათგანი ეკუთვნით სამხედროებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
რუსულ ხელისუფლებას არ გამოუცხადებია ევაკუაცია მოქალაქეებისთვის.
2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის.


