Accentnews.ge
"ბახმარო" რუსულენოვანი მარკირების მქონე წყალს გაყიდვიდან ამოიღებს

"ბახმარო" რუსულენოვანი მარკირების მქონე წყალს გაყიდვიდან ამოიღებს

04/10/2023 09:39:34 პოლიტიკა

"ბახმარო" რუსულენოვანი მარკირების მქონე წყალს გაყიდვიდან ამოიღებს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სს წყალი მარგებლის განცხადება:გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, საქართველოს ბაზარზე წყაროს წყალი ბახმაროს შეფუთვასთან დაკავშირებით.ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო და გვინდა განვმარტოთ, რომ ბახმაროს წყალი აღნიშნული ეტიკეტით არასდროს ყოფილა განკუთვნილი რუსული ბაზრისა და რუსებისთვის. კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის.7776 ცალი ბახმაროს ბოთლი, რომელიც განკუთვნილი იყო ბელორუსიის ბაზრისთვის, შეცდომით მოხვდა საქართველოს ბაზარზე.ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებლად, ვიღებთ სასწრაფო ზომებს - თითოეული ბოთლი ამოღებული იქნება ქსელებიდან.გულწრფელად ვიხდით ბოდიშს აღნიშნული უხერხულობისა და გაუგებრობისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.სს წყალი მარგებელი არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია!" - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე მსგავსი სკანდალი გორში, "კულას" საკონსერვო ქარხანასთან დაკავშირებით მოხდა. კომპანიის დირექტორმა ვანო გოგლიძემ მაშინ განაცხადა, რომ წვენების შეფუთვებიდან რუსულ ენაზე წარწერებს ამოიღებს. გოგლიძემ ამავე დროს განაცხადა, რომ „ეს არ არის რუსული ენა, ეს არის კირილიცა, რომელსაც იყენებს 14 ქვეყანა, მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, მოლდოვა, სერბეთი, რუმინეთი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S