
"სხვა გამოსავალი არაა" – კრემლის პროპაგანდისტი ბირთვული ბომბის რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქების წინადადებით გამოდის
04/10/2023 09:39:15 მსოფლიო
რუსეთის პროპაგანდისტული მედიარესურსების – ტელეარხ "Russia Today-სა და სააგენტო „Russia Today“-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საავტორო გადაცემაში ბირთვული აფეთქების რუსეთისვე ტერიტორიაზე, როგორც მან თქვა, "სადღაც ციმბირის თავზე" განხორციელების წინადადებით გამოვიდა. ამ გზით, სიმონიანის ხედვით, "კოლექტიური დასავლეთი" დაისჯება, რომელთანაც, კრემლის პროპაგანდისტის განცხადებით, რუსეთი ომში იმყოფება.
„ძვირფასო და პატივცემულო ყოფილ პარტნიორებო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, თქვენ ომს ჩვენთან აწარმოებთ და ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიბრძოლოთ თქვენთან იმ ყველაფრით, რასაც ეს მოიცავს. და ამისთვის არც კი არის საჭირო, როგორც ჟინრინოვსკი მოითხოვდა, დავარტყათ ვაშინგტონს. აქ ერთმა ჭკვიანმა მითხრა ის, რაც არც ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი. თუ განხორციელდება თერმობირთვული აფეთქებას ასობით კილომეტრის მოშორებით ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირის თავზე, მაშინ არაფერი საშინელი არ მოხდება დედამიწაზე. არც ატომური ზამთარი, რომელიც ყველას აშინებს, არც ის რადიაცია, რომელიც ყველას კლავს ირგვლივ, ხოლო ვინც არ დაიღუპელა, 10 წლის განმავლობაში მოკვდება ონკოლოგიური დაავადებით - არაფერი ამგვარი. არამედ, მწყობრიდან გამოვე ელექტრონიკა, ყველა თანამგზავრი, ეს კამერა, რომლითაც ახლა ვიღებ, ტელეფონი, რომელიც ჩემს გვერდით დევს, გამოირთვება... ჩვენ კი თქვენთან ერთად დავუბრუნდებით სადღაც 1993 წელში – სადენიანი ტელეფონები, სატელეფონი ჯიხურები...გეტყვით, რომ მშვენივრად ვცხოვრობდით, მართლაც, ბედნიერიც კი ვიქნები.სულ მცირე, არ მომიწევს შვილებისთვის ახსნა, თუ რატომ აქვს ყველას გაჯეტები, მაგრამ მათ არა... (სიმონიანმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის შვილებს გაჯეტების გამოყენებას უკრძალავს). ეს ვარიანტი რჩება და ეს არის ყველაზე ჰუმანური რამ, ვიტყოდი, ყველაზე უწყინარი. მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა ამისა, მომწონს ეს თუ არა“,– ციტირებს The Insider სიმონიანს.
მას არ დაუსახელებია პირი, რომელმაც მას უამბო ციმბირის თავზე ბირთვული აფეთქების იდეის შესახებ და არც ის უთქვამს, იყო თუ არა ეს ოფიციალური პირი. თემის კომენტირებისას კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიმონიანი არ გამოხატავს კრემლის ოფიციალურ პოზიციას.