Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსების მოწინავე გამანადგურებელი, "მაღალი ალბათობით", რუსებმავე ჩამოაგდეს

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსების მოწინავე გამანადგურებელი, "მაღალი ალბათობით", რუსებმავე ჩამოაგდეს

04/10/2023 09:09:53 მსოფლიო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა "მაღალი ალბათობით" ჩამოაგდეს საკუთარი Su-35S–ის ტიპის გამანადგურებელი ტოკმაკის თავზე, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში,– ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 4 ოქტომბრის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაკარგა 90-მდე თვითმფრინავი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ეს Su-35S-ის მხოლოდ მეხუთე დანაკარგია, რომელიც რუსული არმიის არსენალში ყველაზე მოწინავე გამანადგურებლად ითვლება.

„ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია, რადგან ტოკმაკი ძლიერად გამაგრებული ქალაქია, სადაც ხშირად განთავსებულია რუსეთის შტაბბინა, რომელიც მეთაურობს ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე გამკაცრებულ მონაკვეთს. ეს შტაბები, როგორც წესი, დაცულია სპეციალური მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, რუსული საჰაერო თავდაცვის ძალები ქალაქში არიან მაღალ მზადყოფნაში, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა აგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმებს.

სექტემბერში ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ „გააძლიერებენ თავდაცვას“ ოკუპირებული ტოკმოკის გარშემო სამხრეთ უკრაინაში.

2022 წლის 17 ივლისს ლუგანსკის რაიონში, ალჩევსკის მახლობლად, სუ-34M გამანადგურებელი ჩამოვარდა. პრორუსული ტელეგრამის–არხები წერდნენ, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფი "მუშაობდა" HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებულ რაკეტებზე, მაგრამ შემთხვევით საკუთარ თვითმფრინავს მოარტყეს. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსული ავიაცია განიცადა დანაკარგებს საკუთარი საჰაერო თავდაცვის „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად. ღია წყაროების მიხედვით, 2022 წლის 11 სექტემბერს ყირიმის კრასნოპერეკოპსკის რაიონში სუ-34 გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეკიპაჟმა მოახერხა კატაპულტირება. იმავე დღეს რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებთან აფილირებულმა ტელეგრამ–არხმა Fighterbomber-მა გამოაქვეყნა შემდეგი: "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და ჩვენივე ავიაცია მეგობრები არ არიან. უფრო მეტად გეშინიათ მისი, ვიდრე უკრაინელების".

2023 წლის 3 მარტს დონეცკის რეგიონში, იენაკიევოს რაიონში ჩამოაგდეს კიდევ ერთი სუ-34 გამანადგურებელი. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლოესი პოზიციები სულ მცირე 35 კილომეტრში იყო. კრემლის მხარდამჭერი «Рыбарь» მივიდა დასკვნამდე, რომ ”საკმაოდ დიდი ალბათობით” თვითმფრინავი გახდა საჰაერო თავდაცვის "მეგობრული ცეცხლის" მსხვერპლი.

«Рыбарь»–მა 2022 წლის დეკემბერშიც დაწერა, რომ გაზაფხულიდან რუსების მიერ დაკარგული „თითქმის ყველა“ სუ-34, სუ-35S და სუ-30SM, ისევე როგორც ნაწილი Ka-52–ებისა, რუსული საჰაერო თავდაცვის „ანგარიშზეა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S