Accentnews.ge
სამირა ბაირამოვა: ჩემი ბინის კარზე ჯვარი დაახატეს, კედელზე კი – რუსეთის დროშა

სამირა ბაირამოვა: ჩემი ბინის კარზე ჯვარი დაახატეს, კედელზე კი – რუსეთის დროშა

04/10/2023 08:21:57 საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ მისი ბინის კარზე ჩამოხიეს „შინ ევროპისკენ” და ქალთა ძალის სიმბოლიკის სტიკერები, კარზე ჯვარი დაახატეს, კედელზე კი – რუსეთის დროშა.

ამის ამსახველი ფოტოები აქტივისტმა თავად გამოაქვეყნა.

„დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ასეთი ამბები დამხვდა. თქვე იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ უკულტურობა და არაჰუმანურობაა რელიგიის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არცერთი რელიგიური სიმბოლიკა. […]

არადა, მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების გამო გადმოვედი, სახლი ჩემთვის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს.

ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღეს!”, – დაწერა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში.

სამირა ბაირამოვა მარნეულელი აქტივისტია. 2022 წლის 14 მარტს მან ქალაქში ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს” პარტიული ოფისის გახსნა გააპროტესტა და გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა. ამას „ალტ-ინფოს“ მხრიდან მუქარა მოჰყვა, მათ შორის, სიცოცხლის მოსპობის. 2022 წლის 20 მარტს ​„ალტ-ინფომ” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის ოფისს წითელი საღებავები შეასხა. პარტიის ოფისის კედლებზე დატოვეს სამირა ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები.

მაშინ შსს-მ ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. 2022 წლის აპრილში პროკურატურამ აქტივისტი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S