Accentnews.ge
რუსეთი სამ ოლქზე და ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთი სამ ოლქზე და ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

04/10/2023 06:28:03 მსოფლიო

რუსეთი სამ ოლქზე და ყირიმზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში გაანადგურეს 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

მისი ცნობით, "გასულ ღამით საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავ ზღვაში აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევა განეხორციელებინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“. ობიექტები დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, "შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღკვეთეს სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეთა ჯგუფის შეღწევა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით".

ტარხანკუტის კონცხზე მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა. ამ ობიექტზე თავდასხმა იყო 2023 წლის აგვისტოში.

ბოლო რამდენიმე თვეა, მოსკოვსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S