
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა
04/10/2023 06:11:37 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა" - ნათქვამია ინფორმაციაში.