Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ს შესახებ ბრალდებები მცდარია, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: USAID-ს შესახებ ბრალდებები მცდარია, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა

04/10/2023 05:44:36 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ USAID-ის შესახებ ბრალდებები მცდარია.

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.

ამასთან, მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ:

"რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

გარდა ამისა, მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები:

"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმები და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S