Accentnews.ge
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდაჭერის 50 მლრდ ევროს პაკეტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდაჭერის 50 მლრდ ევროს პაკეტი დაამტკიცა

03/10/2023 20:46:33 მსოფლიო

ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდაჭერის 50 მილიარდი ევროს პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანას აღდგენასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 2024-დან 2027 წლამდე პერიოდში დაეხმარება.

აღნიშნული პაკეტი უკრაინას გრანტებისა და სესხების სახით ფინანსურად დაეხმარება. ამ თანხით, უკრაინაში კერძო ინვესიტიციების მობილიზება მოხდება. ასევე, ის მოხმარდება სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას.

ამ პროქტების განხორციელების მიზანი კი უკრაინისთვის ევროკავშირის კანონმდებლობისა და სტანდარტების მიღწევაში დახმარება იქნება. ოფიციალური დამტკიცებისთვის, პაკეტს საკანონმდებლო პროცედურები სჭირდება, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S