Accentnews.ge
სტიქიის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

სტიქიის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

03/10/2023 19:10:14 საზოგადოება

კომპანია "სოკარის" ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება.

"მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი", -ნათქვამია კომპანიის .მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება 6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან ეტაპობრივად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S