Accentnews.ge
გაერო: მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 სომეხიდან ადგილზე ათასამდე პირია დარჩენილი

გაერო: მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 სომეხიდან ადგილზე ათასამდე პირია დარჩენილი

03/10/2023 16:51:56 მსოფლიო

გაეროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000 სომეხიდან ადგილზე ათასამდე პირია დარჩენილი.

„მისია განაცვიფრა იმან, თუ როგორ მოულოდნელად გაიქცა ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დელეგაციის წევრებს არ მოეპოვებათ ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის ინციდენტების შესახებ.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 000 მდეა.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S