Accentnews.ge
მედია: ფრანგული კომპანია უკრაინაში მოწინავე დრონების წარმოებას დაიწყებს

მედია: ფრანგული კომპანია უკრაინაში მოწინავე დრონების წარმოებას დაიწყებს

03/10/2023 15:11:54 მსოფლიო

ფრანგული სამხედრო კომპანია Turgis&Gailard უკრაინაში ტექნოლოგიურად მოწინავე დრონების წარმოებას დაიწყებს, – იუწყება გამოცემა La Tribune საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, დრონების წარმოების დაწყების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა უკრაინულ საწარმო ANTONOV-თან. კომპანიის ხელმღვანელის თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ფრანგულმა და უკრაინულმა მხარეებმა კოორდინირებული სამუშაო უნდა გასწიონ წარმოების ხაზის ასაწყობად.

ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელის ფანი ტურგის თქმით, უკრაინაში წარმოებული პირველი დრონი 2025 წელს უნდა აფრინდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S