Accentnews.ge
გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და დატბორილია სახლები

გურიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და დატბორილია სახლები

03/10/2023 14:58:13 საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა.

ლანჩხუთის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია სახლები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი. მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. სოფლებში იმყოფება ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი. მერიაში მოქმედებს "ცხელი ხაზი": 591412099", – აცხადებენ მერიაში.

მეწყრულ პროცესებია გააქტიურებული ოზურგეთშიც.

"განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები; გააქტიურდა მეწყრული პროცესები და ჩამოიშალა მიწის მასები; დაზიანდა საჯარო ინფრასტრუქტურა. ამ წუთებში, ქალაქსა და სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და თანმიმდევრულად ვაკეთებთ რეაგირებას სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე. სამუშაოებში დილიდანვე ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და სპეციალური ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები" მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს "ცხელი ხაზი": 511 240 040", – აცხადებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე:

ძლიერი წვიმის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ის საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

"მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან დარეკონ "ცხელ ხაზზე": 555 20 44 22", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. სტიქიას სამი პირი, მათ შორის ორი მოზარდი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S