უკრაინამ "ომის სპონსორებად" გამოაცხადა ჩინეთის სამი უმსხვილესი კომპანია
03/10/2023 14:07:32 მსოფლიო
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NAPC) ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა ჩინეთის ნავთობისა და გაზის სამი უდიდესი კომპანია. China National Offshore Oil Corporation (CNOOC), China Petrochemical Corporation (Sinopec Group) და China National Petroleum Corporation (CNPC) მოხვდნენ სიაში რუსეთთან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისა და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების გადახდის გამო. ამგვარად, კიევში ამბობენ, რომ ეს კომპანიები აფინანსებენ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს.
ჩინეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ China National Petroleum Corporation განაცხადა, რომ 2022 წელს მოგება გაორმაგდა უკრაინის ომის გამო ნავთობის მიწოდების გლობალური შემცირების ფონზე. CNPC აქტიურად ურთიერთობს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის უმსხვილეს რუსულ კომპანიებთან.
Sinopec Group-მა, ჩინეთის სიდიდით მეორე სახელმწიფო კომპანიამ, დაადასტურა თავისი განზრახვა, განაგრძოს ნავთობისა და გაზის შესყიდვა მიუხედავად სანქციების გამკაცრებისა.
CNOOC Group, ჩინეთის სიდიდით მესამე ნავთობკომპანია, რომელიც ასევე აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან.
NAPC-ს გადაწყვეტილება, ამ კომპანიების „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეყვანის შესახებ, საფრთხეს უქმნის მათ რეპუტაციას და საქმიან ურთიერთობებს გლობალურ ეკონომიკაში, – დარწმუნებულები არიან კიევში.


