Accentnews.ge
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ოჯახის წევრების ინფორმაციით, საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

10/12/2019 08:30:12 სხვა, მსოფლიო

საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა, - იუწყება "პირველი არხი"

ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. დედის თქმით, შვილს ტელეფონით ხშირად ესაუბრებოდა და მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომლის გამოც თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S