ბელარუსის თავდაცვა არმიის საბრძოლო მზადყოფნის მორიგ შემოწმებას აცხადებს
03/10/2023 13:00:02 მსოფლიო
ბელარუსის არმია საბრძოლო მზადყოფნის მოროგ შემოწმებას გაივლის, – იტყობინება ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 3 ოქტომბერს.
შეტყობინების მიხედვით, ღონისძიებები ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს დავალებით იმართება.
„შემოწმება ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს და იძლევა სამხედრო ქვედანაყოფებისა და დანაყოფების დავალებების შესრულებისთვის მზადყოფნის დადგენის შესაძლებლობას. ჯარები უმოკლეს ვადაში გაემგზავრებიან დანიშნულების რაიონებში, რასაც მოჰყვება საბრძოლო მომზადების სტანდარტების დანერგვა“, - აცხადებენ უწყებაში.
გარდა ამისა, შემოწმების დროს დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის გადაადგილება გზებზე მინსკისა და ვიტებსკის რეგიონებში. ავიაციის ჩართვაც.
ბელარუსი რეგულარულად იუწყება სამხედრო წვრთნების თაობაზე. წინასწარი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება გამოცხადდა 2023 წლის აპრილშიც.


