Accentnews.ge
სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა

03/10/2023 11:30:50 მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე "რომის სტატუტის" რატიფიცირება მოახდინა.

რატიფიცირებას მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ 60-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22 წინააღმდგეი იყო. კენჭისყრამდე ორივე ოპოზიციურმა ფრაქციამ - "ჰაიასტანმა" და "მაქვს პატივი" - განაცხადეს, რომ კანონპროექტს წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას.

დოკუმენტს ხელი სომხეთის პრეზიდენტმა ვააგნ ხაჩატრიანმა უნდა მოაწეროს.

2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. სასამართლოს ცნობით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

თუკი ვლადიმირ პუტინი რომის სტატუტის ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევანი "ორმხრივ ურთიერთობებზე უკიდურესად ნეგატიური შედეგების შესახებ" გააფრთხილა, თუ სომხეთი "რომის სტატუტს" შეუერთდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S