უკრაინის სპეცსამსახური "რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზვერვო ქსელის" გამოვლენის შესახებ იუწყება
03/10/2023 11:11:17 მსოფლიო
3 ოქტომბერს უკრაინის უშიშროების სამსახური ნიკოლაევის რეგიონში „მასშტაბური სპეცოპერაციის“ ჩატარებისა და რუსული დაზვერვის კიდევ ერთი ქსელის განეიტრალების შესახებ იუწყება.
„ქსელის შემადგენლობაში შედიოდა 13 ადგილობრივი, რომლებიც ФСБ-ზე მუშაობდნენ. ბოროტმოქმედები აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას სამხრეთ რეგიონში თავდაცვის ძალების ბაზირებისა და გადაადგილების შესახებ. მათ ასევე კორექტირება მოახდინეს რეგიონული ცენტრის საცხოვრებელ და სოციალურ ინფრასტრუქტურაზე რუსული საჰაერო თავდასხმების. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს რუსმა ოკუპანტებმა 2022 წლის შემოდგომაზე ნიკოლაევის მრავალსართულიან შენობაზე S-300–ით თავდასხმა. შედეგად დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვანი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ინფორმატორებმა რუსეთის სპეცსამსახურს უკრაინული ობიექტების კოორდინატები „მესენჯერის“ საშუალებით გადასცეს.
”აღმოჩნდა, რომ ეს იყო კრემლის მხარდამჭერი ბლოგერი სერგეი ლებედევი. მიმდინარე წლის ივნისში, უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა ის უკრაინის წინააღმდეგ სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობისთვის. მისი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების დროს დადგინდა, რომ ФСБ-ს მითითებით, მან დისტანციურად შექმნა საკუთარი აგენტების ქსელი ნიკოლაევის რეგიონის ტერიტორიაზე. მასში შედიოდა მისი ტელეგრამ–არხის 13 ადგილობრივი გამომწერი. სწორედ ამ ინტერნეტ რესურსის მეშვეობით აიყვანა მან თავისი აგენტები და მათგან მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია“, - აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
სპეცსამსახურის ცნობით, მათ ქსელის ყველა წევრი ამოიცნეს და თავიანთ საცხოვრებელ ბინებში დააკავეს. ამჟამად ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება.


