Accentnews.ge
მედია: ომიდან დაბრუნებულმა რუსმა სამხედრომ ორი ქალი ცოცხლად დაწვა

მედია: ომიდან დაბრუნებულმა რუსმა სამხედრომ ორი ქალი ცოცხლად დაწვა

03/10/2023 09:42:53 მსოფლიო

ომიდან რუსეთში დაბრუნებული რუსი სამხედრო ორი ადამიანის მკვლელობისთვის დააკავეს.

რუსული მედიის ცნობით, კაცმა ცეცხლი წაუკიდა სახლს, რომელშიც ორი ქალი იმყოფებოდა.

3 ოქტომბერს, ღამით, სოფელ ერმაკოვსკოეში, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ ორი ქალის ცხედარი იპოვეს - სახლის მეპატრონის – 68 წლის ქალის და მისი 35 წლის ქალიშვილის.

მალევე თვითმხილველების წყალობით 32 წლის კაცი დააკავეს. ის "ვაგნერის" ყოფილი დაქირავებული აღმოჩნდა.

რუსული მედია ხშირად წერს ომიდან დაბრუნებული რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორისაა მკვლელობები, გატაცება, გაუპატიურება, პედოფილია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი ბავშვილს სასიკვდილოდ ცემისთვის დააკავეს ომიდან შვებულებაზე დაბრუნებული სამხედრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S